ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) გდდ-ს შეფი აღარ არის
ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო.
"ხარებას" ნაცვლად გდდ-ს დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა. ის წლების განმავლობაში კრიმინალური პოლიციის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების მოტივით არაერთი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული.