ბრიუსელში ოპოზიციის ლიდერების ვიზიტი იწყება - რა გზავნილებით ჩადიან ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში
ბრიუსელში ოპოზიციის ლიდერების ვიზიტი ოფიციალურად იწყება. ევროპის საპარლამენტო დედაქალაქში კოალიცია "ძლიერი საქართველოს“, "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღამაშენებლის" ლიდერები უკვე გაემგზავრნენ. პოლიტიკოსები ევოკომისიის და ევოპული საბჭოს ლიდერებს პირისპირ შეხვდებიან.
"წინააღმდეგობის პლატფორმის" წევრების თქმით, განხილვის მთავარი თემა - ახალი არჩევნები, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ის რეპრესიები იქნება, რომელსაც ივანიშვილის ხალხს უწყობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი "ოცნებისთვის" სანქციების დაწესების მოთხოვნა იქნება.
ჩვენი ვიზიტის ამოცანა არის, რომ მივეხმაროთ ევროკავშირს, უფრო ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებაში საქართველოს დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ერთი, ზეწოლის გაზრდა ამ რეჟიმზე, მათ შორის, გვჭირდება ზეწოლის გაზრდა იმ გზით, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი იყოს სამიზნეში ამოღებული ევროპული, კოორდინირებული სანქციების მექანიზმით. ჩვენ გვჭირდება ზეწოლა რეჟიმზე იმისთვის, რომ მივაღწიოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, გვჭირდება ზეწოლა იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმ საარჩევნო ცვლილებებს, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი აღდგეს. პერსონალური სანქციების სამიზნე უნდა იყვნენ ის ხალხი, ვინც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ვინც დაარღვია ქართველი ხალხის ნება და ცხადია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით უფრო ეფექტიან პოლიტიკას, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიცია გააგრძელებს მიზანმიმართულ მუშაობას, რათა, მისი თქმით, რეჟიმის წარმომდგენლებმა სანქციებს თავი ვერ აარიდონ.
ვისაუბრებთ ისევ და ისევ იმ გამოსავალზე, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნები. გავაგრძელებთ ძალიან მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციებიც ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და ოჯახის წევრებზე მათ შორის, იმისთვის, რომ მათ მარტივად თავი ვერ აარიდონ აღნიშნულ სანქციებს, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ამასთან, პროდასავლური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ქართველი ხალხი არ უნდა დაზარალდეს. საქმე ეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, რაც "ოცნების" ოპონენტების თქმით, მხოლოდ ივანიშვილს გუნდის წევრებზე უნდა გავრცელდეს.
რაც შეეხება თვითმმართელობის არჩევნებს, ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათ საერთო პოზიცია უნდა ჰქონდეთ და ამ საკითხზე ერთიანი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. "ერთიანობა ნაციოანლურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებლში" მიაჩნიათ, რომ არჩევნებშ მონაწილეობის მიღება წინდაწინ წაგებული თამაშია.
ოპოზიციის მეორე ნაწილი, საუბარია "ძლიერი საქართველოზე", ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ.