კოტე იოსელიანის გატაცების საქმე - პოლიციას სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამ დრომდე არ ამოუღია

10.06.25 12:01
კოტე იოსელიანის გატაცების საქმე - პოლიციას სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამ დრომდე არ ამოუღია

ზუსტად 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მის ქმარს, კოტე იოსელიანს ვაკის საცურაო აუზთან ნიღბიანმა პირებმა ჩასაფრება მოუწყვეს და გაიტაცეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ დრომდე არ არის ამოღებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ვაკის საცურაო აუზის გარე პერიმეტრიდან. 

აუზის ადმინისტრაციაში "პირველებს" უთხრეს, რომ მათთან საგამოძიებო უწყებიდან არავინ მისულა და კითხვები არ დაუსვამთ კოტე იოსელიანის გატაცების საქმის შესახებ.

გარდა ვაკის საუცრაო აუზისა, აღნიშნულ ტერიტიორიაზე არაერთი ობიექტია, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, თუმცა როგორც "პირველებს" საკვებ ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებში ეუბნებიან, მათთან პოლიცია კადრების ამოღების მოთხოვნით ჯერ-ჯერობით არ მისულა. 

გუშინ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის მოხდის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება. ენმ-ის ლიდერის თქმით, იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

მსგავსი სიახლეები