ნინო გიორგობიანი და ქეთი კოვზიაშვილი შსს-დან გაუშვეს
შინაგან საქმეთა სამმინისტროდან, ექს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მრჩეველი, ნინო გიორგობიანი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი კოვზიაშვილი გაათავისუფლეს.
შსს-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე ქეთი კოვზიაშვილის ნაცვლად ანა კანკია დაინიშნა.
კანკია იქამდე მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური იყო.
რაც შეეხება ნინო გიორგობიანს, ის შსს-ში 2012 წლიდან მუშაობდა.