არჩევნები სანთლის შუქზე- საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია სისტემატურად ითიშება

02.10.21 19:17
არჩევნები სანთლის შუქზე- საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია სისტემატურად ითიშება

,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის, ინფორმაციით, ქუთაისში ოპოზიციურ უბნებზე შუქს მასობრივად თიშავენ, ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.  

ქუთაისში, ყველაზე ოპოზიციურ უბნებზე, შუქს მასიურად აქრობენ! ავტოქარხანაშიც გათიშეს!", — წერს დეკანოიძე ფეისბუქგვერდზე.

ტვ პირველის ინფორმაციით, შუქი დღეს რუსთავის მე 11-ე  უბანზეც გაითიშა. კომისიის თავმჯდომარე ,,პირველების" ჟურნალისტს ადგილზე მუშაობის საშუალებას არ აძლევს. აღსანიშნავია, რომ ამ უბანზე ვიდეოკონტროლი არ მიმდინარეობს.

უბნებზე ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს , ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილიც.

საარჩევნო უბნებზე მასობრივად აქრობენ შუქს. 1 საათი და 30 წუთი დარჩა არჩევნების დასრულებამდე. კრიმინალური ,,ოცნება" მარცხდება ქართველ ხალხთან. მოდი არჩევნებზე", — წერს ხაბეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები