"ოცნება" "მოგზაურობით" ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს - პეტრე ცისკარიშვილი კობახიძის იტალიაში ვიზიტზე

10.06.25 14:50
"ოცნება" "მოგზაურობით" ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს - პეტრე ცისკარიშვილი კობახიძის იტალიაში ვიზიტზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კობახიძის და მისი კაბინეტის წევრების იტალიაში ვიზიტს "მოგზაურობას" უწოდებს. ოპოზიციონერის თქმით, "ოცნებას" ასეთი ხერხებით ლეგიტიმაციის მოპოვება მაინც არ გამოუვა, რადგან ამისთვის, საჭიროა ევროპულ ღირებულებებს ეზიარონ, რისი გაკეთებაც მათ არ სურთ. 

ჩვენთვის სიახლე ნამდვილად არ არის, რომ “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდის განმავლობაში გამალებით ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას დასავლურ არენაზე, ოღონდ ეს საკონსულოების გახსნით და ფართომასშტაბიანი ვიზიტებით არ გამოუვათ. თუ უნდათ ლეგიტიმაცია, ამისთვის საჭიროა, ეზიარონ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც მდგომარეობს დემოკრატიაში, არჩევნების არ გაყალბებაში, კანონის უზენაესობაში, ადამიანის უფლებების დაცვაში და ა.შ. რისი გაკეთებაც მათ, უბრალოდ, არ უნდათ. ეს ეწინააღმდეგება მათ ფილოსოფიას, მათ პოლიტიკურ დნმ-ს, იმ შემთხვევაში თუ ასეთი ცვლილებები და რეფორმები გატარდა, მათ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის, ამიტომ ლეგიტიმაციის მოპოვებას, უბრალოდ, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ვერ შეძლებენ, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

იტალიაში "ქართული ოცნების: ლიდერების ვიზიტის შესახებ განცხადება კობახიძის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა.

  • ირკვევა, რომ საკონსულოს გასახსნელად მილანში "ქართული ოცნების" თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა  და კულტურის მინიტრებიც საგანგებოდ გაემგზავრნენ.
  • განცხადებაში არაფერია წერია, შეხვდება თუ არა ივანიშვილის დელეგაცია პარტნიორებს.

 

მსგავსი სიახლეები