თვითმმართველობის არჩევნების საკითხი - "ძლიერმა საქართველომ" რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან იმსჯელა

10.06.25 16:11
თვითმმართველობის არჩევნების საკითხი - "ძლიერმა საქართველომ" რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან იმსჯელა

როგორ უნდა გაგრძელდეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა - ბოიკოტით თუ ადგილობრივი არჩევნების გზით - ამ თემაზე იმსჯელეს დღეს “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. 

ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს რეგიონის მოსახლეობის განწყობები გაუზიარეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლების წინაშეც დგას დღეს საპროტესტო საზოგადოება ქვეყნის მასშტაბით. 

“ლელო - ძლიერი საქართველოს” თქმით, ადგილობრივი არჩევნებისა და ბოიკოტის საკითხზე საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს ატარებს.

მსგავსი სიახლეები