ომბუდსმენი "ოცნებას": ვნახეთ აქციებზე ნაცემი ადამიანები, ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში თუ არის მიცემული?
ვნახეთ აქციებზე ნაცემი ადამიანები - ესეც ხომ არ არის საკამათო?! იქ სადაც ჩანს, ვინ სცემს, ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში თუ არის მიცემული? - ამ სიტყვებით მიმართა "ქართულ ოცნებას" სახალხო დამცველმა.
"სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება"- თქვა ლევან იოსელიანმა.
“მე მათ პირადად შევხვდი. ისინი მიუთითებდნენ დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაზეც, ცემაზე, მანქანებში ცემაზე. რაც მართალია მართალია - ცემას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მანამდე ძალადობას ჰქონდა ადგილი და ბევრი მათგანი საავადმყოფოში იყო. ამოცანაა ის, ვინც დაარღვევს კანონს, კანონის შესაბამისად დაისაჯოს, მაგრამ ვინც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავს, მის მიმართ არანაირი ძალა არ იყოს გამოყენებული.
სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება. თუ ვიღაცამ დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და თუ პოლიციელმა დააშავა, კანონი ამისთვისაც არსებობს და მიდგომა თანაბარი უნდა იყოს. დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მაინც იყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.