გაშვებულები და ჩამოქვეითებულები - "ოცნებამ" ძალოვანი სისტემის წმენდა დაიწყო

10.06.25 20:02
გაშვებულები და ჩამოქვეითებულები - "ოცნებამ" ძალოვანი სისტემის წმენდა დაიწყო

ზვიად ხარაზიშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაემშვიდობა. ხარებაზე, რომელიც 10 დღის წინ ამტკიცებდა, რომ წასვლას არ აპირებდა, ახლა ამბობენ, რომ თავისით წავიდა და საკადრო წმენდაში არ მოყოლილა.

პოსტიდან ხარება სანქცირებული მიდის. ის ამერიკას მაგცნიცკის სიაში ჰყავს შეყვანილი. ამაზე მძიმე სანქცია არ არსებობს, ის ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიყვება. 

ხარებას, რომან ქარცივაძე ცვლის. პოლიციელი "ნაციონალური" წარსულით. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ რომან ქარცივაძე 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, ბათუმში ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს არბევდა. ის 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევის ერთ-ერთი მეთაური იყო. 

ტოვებენ თუ არა სპეცრაზმს ხარებას მოადგილეები ჯერ უცნობია. "პირველების" ინფორმაციით, განცხადებები დაწერილი აქვთ მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძესაც. ახლა საინტერესოა, დაინტერესდება თუ არა გამოძიება ხარებას ქმედებებით.  არსებობს არაერთი მტკიცებულება სპეცრაზმის ყოფილი ბოსის წინაამდეგ, მათ შორის, არის ეს კადრებიც, როგორ ურტყამს წიხლს დაჭერილ აქტივისტს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები