ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის და სხვა სინდისის პატიმრების მხარდამჭერ რეზოლუციას ამზადებს - რას ითხოვს ბრიუსელი

10.06.25 20:45
ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის და სხვა სინდისის პატიმრების მხარდამჭერ რეზოლუციას ამზადებს - რას ითხოვს ბრიუსელი

მზია ამაღლობელის შესახებ გადაუდებელი რეზოლუციის მომზადება ევროპარლამენტარებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტი პოლიტპატიმრების სიმბოლოდ იქცა. რა წერია ან რა ფორმით შეჯერდება დოკუმენტი, ჯერ უცნობია, თუმცა რეზოლუციის შესახებ რასა იუკნევიჩიენემ ჯერ კიდევ მაშინ დაანონსა, როცა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ უმწვავესი ანგარიში მტკიცდებოდა.

ამ დოკუმენტით ევროპარლამენტი უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირს, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო პასხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დააკისროს.

მზია ამაღლობელის და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნა ჩაიწერა საქრათველოს შესახებ ანგარიშშიც, რომელსაც მალე ევროპარლამენტში დაამტკიცებენ. ბრიუსელში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტებისს ცემა, წამება და უკანონო დევნა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. სწორედ ამიტომ, ევროაპრლამენტი ამ მოთხოვნის საფუძველზე მუშაობს დოკუმენტზეე, რომელიც ევროკომისიისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება, როგორ უნდა უპასუხოს პარტიას, რომელმაცც ქვეყანას ევროპული მომავალი დააკარგვინა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დაგეგემილი განხილვების წინ ბრიუსელში ჩადის სალომე  ზურაბიშვილთან შექმნილი წინააღდეგობის მოძრაობის რამდენიმე ლიდერი. "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი" და "დროა".  წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატში პროდასავლური პოლიტიკური პარტიები შეხვედრებს ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების გუნდთან გამართავენ.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები