გატაცება, მუქარა და იძულებით ვიდეოს ჩაწერა - კოტე იოსელიანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

10.06.25 20:46
გატაცება, მუქარა და იძულებით ვიდეოს ჩაწერა - კოტე იოსელიანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ცნობილი ხდება, სად აიძულეს ვიდეოს ჩაწერა კოტე იოსელიანს მას შემდეგ, რაც მას ჩაუსაფრდნენ და გაიტაცეს. ვიდეო სწორედ იმ ოთახში ჩააწერინეს, სადაც გატაცების შემდეგ მიიყვანეს. ირკვევა, რომ ტექსტის ავტორიც გამტაცებლები არიან. ამასზე თავდ ვიდეო მითუთებს. კადრში ჩანს, რომ საუბრის პარალელურად, იოსელიანი, სავარაუდოდ, დაწერილ ტექსტს უყურებს და კითხულობს. ვიდეოს იოსელიანის კუთვნილ სოციალურ ქსელში გამტაცებლებმა დილით თვითონვე ატვირთეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვეს. 

გატაცებიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია. გამომძიებლები არ მისულან გატაცების ადგილზე - ვაკის საცურაო აუზთან, სადაც 5 ნიღბიანი პირი იოსელიანს ელოდებოდა და საიდანაც მინივენით წაიყვანეს მისთვის უცნობი მიმართულებით. არადა, როგორც ვაკის საცურაო აუზის, ასევე სავაჭრო და სააფთიაქო ქსელების გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ სამეთვალყურეო კამერებს, სავარაუდოდ, დაფიქსირებული ექნებათ მინივენის სანომრე ნიშანიც და გადაადგილების ტრაექტორიაც.

ჩასაფრება, გატაცება და შვილებით მუქარა - ბოკუჩავას მონაყოლი "ქართული ოცნებისთვის" "უნიჭო სპექტაკლია".  უკვე მეორე დღეა "ქართული ოცნება" ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ყვება, ტყუილია, თუმცა რატომ არ ამოიღეს ამ დრომდე კამერები, ამაზე პასუხი არ აქვთ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები