"ოცნება" ომბუდსმენის წინააღმდეგ - რატომ გახდა ლევან იოსელიანი ივანიშვილის გუნდის კრიტიკის სამიზნე
"ქართული ოცნება" დღეს მის მიერვე არჩეულ სახალხო დამცველს დაუპირისპირდა. ლევან იოსელიანის წლიურმა ანგარიშმა "ოცნების" დეპუტატები წყობიდან გამოიყვანა. მიზეზი კი იმის თქმა იყო, რომ აქციების დროს სამართალდამცავებმა ჟურნალისტებზე და აქციის მონაწილეებზე იძალადეს. სხდომათა დარბაზში განსხვავებული აზრის მოსმენას გადაჩვეულმა 'ქართულმა ოცნებამ" იოსელიანის მხილება ვერ აიტანა, განსაკუთრებით აქტიურობდა თეა წულუკიანი.
"ქართული ოცნების" დეპუტატები ყურებს ვერ უჯერებდნენ, როდესაც სახალხო დამცველი საკუთარ აანგარიშში სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობის და სისასტიკის ხარისხზე საუბრობდა. მეტიც, მაგალითად, ნინო წილოსანმა ვერ გაიხსენა ვერცერთი ჟურნალისტი, რომელიც მიმდინარე აქციების დროს ძალადობის მსხვერპლი გახდა.
მიუხედავად ამ განცხადებისა, სხდომათა დარბაზში დღეს პირველობას არავის უთმობდა თეა წულუკიანი, რომელსაც პრეტენზიები იოსელიანთან არჩევნების საკითხზეც ჰქონდა. "ოცნების" წევრები სახალხო დამცველისგან არჩევნების აღიარებას ითხოვდნენ და ომბუდსმენს სთხოვდნენ, ქვეყანაში დასავლელი პარტნიორების ჩამოსვლა და მათი ხალხთან შეხვედრები დაეგმო.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.