მილანური ვოიაჟი ბიუჯეტის ფულით - კობახიძე და მისი მინისტრები იტალიაში"აირზენას" ბიზნეს კლასით გაფრინდებიან

10.06.25 20:22
მილანური ვოიაჟი ბიუჯეტის ფულით - კობახიძე და მისი მინისტრები იტალიაში"აირზენას" ბიზნეს კლასით გაფრინდებიან

"ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის მთავრობის იტალიაში გამგზავრება უკვე წარმატებული ვიზიტია, ხალხისთვის კი დამატებითი ხარჯი. სამთავრობო თვითმფინავი გაფუჭებულია. კობახიძის და მინისტრების იტალიაში ჩასაყვანად სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა "აირზენას" ბიზნეს კლასის ჯეტი იქირავა.

თბილისი მილანის რეისის შესრულების შემდეგ ბომბარდირ გლობალ 6000, ახლა მილანის აერპორტში ელოდება საკონსულოს გახსნას, რომ დელეგაცია ბუდაპეშტში გაიდაყავნოს. არადა, ირაკლი კობახიძე იქ არც შეხვედრებს გეგმავს და არც ამის მცდელობა ექნება. პრემიერი ევროპულ ქვეყანაში ერთადერთი მიზნით ჩავიდა - მილანში საქართველოს საკონსულო უნდა გახსნას.

ერთი საკონსულოს გასახსნელად ნაქირავები ბიზნეს ჯეტით არა მხოლოდ კობახიძე გაფრინდა. ღონისძიებაზე, რომელშიც პრემიერები მონაწილეობას თითქმის არასდროს იღებდნენ, კობახიძე მარტოც არ იქნება. "ოცნების" ლიდერმა თბილისიდან მილანში საკონსულოს გასახსნელად ჩაიყვანა ეკონომიკის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, კულტურის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დღეს გავიგეთ, რომ მთავრობისთვის ამ უმნიშნველოვანეს მოვლენას პარლამენტიც სიამოვნებით დაესწრებოდა, თუმცა დეპუტატებმა სესიის გამო გამგზავრებისთვის ვერ მოიცალეს. 

არადა, ასეთი რამ პირველად ხდება. საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებს, როგორც წესი, ელჩები ხსნიან. მასში პრემიერის მონაწილეობა არავის ახსოვს, მეტადრე თითქმის მთელი მთავრობის.

ექსპერტებისთვის ამ რაოდენობის დელეგაციის ვიზიტის მიზანშეწონილობას გაამართლებდა შეხვედრები იტალიის ოფიციალურ პირებთან, თუმცა ასეთი რამ გეგმაში არცერთს არ აქვს. კობახიძის კაბინეტს არავინ ესაუბრება, პოლიტიკური კონტაქტები ევროკავშირის სახელმწიფოებს დიდი ხანია გაწყვეტილი აქვთ. 

ვრცლად ნახეთ რუსუდა დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები