კობახიძის კაბინეტის მინისტრმა მაკრონთან ფოტო გადაიღო
ირაკლი კობახიძის კაბინეტის მინისტრმა, დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკროთან ერთად ფოტო გადაიღო.
ფოტოს სოციალური ქსელით სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, დავით სონღულაშვილი ქალაქ ნიცაში, გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელზეც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფებოდა.
კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ იმსჯელეს. განიხილეს ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციის, ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების შემცირების საკითხები.
დავით სონღულაშვილმა თქვა, რომ “გარემოს დაცვა საქართველოში გამოცხადებულია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.“
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის პრეზიდენტი 27 მაისს გააკრიტიკა. მან მაკრონის, ტუსკის და კანცლერ მერცის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებული განცხადება დაგმო.
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ის, რაც მას ალბანეთში უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა (15-წამიანი გასაუბრებისას,) თავისი არსით წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებასთან, რომელიც საფრანგეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა გავრცელეს.