ეს არის აპრობირებული მეთოდი ძალმომრეობით სახელმწიფოში-შაიშმელაშვილი კოტე იოსელიანის გატაცების საქმეზე

10.06.25 22:35
ეს არის აპრობირებული მეთოდი ძალმომრეობით სახელმწიფოში-შაიშმელაშვილი კოტე იოსელიანის გატაცების საქმეზე

ეს არის აპრობირებული მეთოდი ძალმომრეობით სახელმწიფოში, რუსეთში, ჩეჩნეთში, ამას ერთი-ერთში იღებენ და ამით ცდილობენ, მათთვის არასასურველი კადრების განეიტრალებას,- ასე აფასებს კოტე იოსელიანის გატაცების საქმეს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.

შაიშმელაშვილის თქმით, თინა ბოკუჩავას ეყო გამბედაობა, რომ “ემხილა გატაცების ფაქტი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ვერც კი ამხელენ.“

“ეს ართქმული ფაქტები, შესაძლოა, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია“,- ამბობს ის გადაცემა “რეაქციაში“.

ეს არის აპრობირებული მეთოდი ძალმომრეობით სახელმწიფოში, რუსეთში, ჩეჩნეთში, ამას ერთი-ერთში იღებენ და ამით ცდილობენ, მათთვის არასასურველი კადრების განეიტრალებას. ვიღაც უძლებს, ვიღაც ვერ, თინა ბოკუჩავა გამოვიდა და ამხილა, პირობითად  ირაკლიც, მაგრამ რამდენი ვერ გამოვა და ვერ ამხელს. ეს ართქმული ფაქტები, შესაძლოა, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია, საკითხი გაცილებით რთულადაა, საზოგადოების კონსოლიდირებაა საჭირო, ყველა უნდა დადგეს ერთად, ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანდეს და თქვას, რომ ეს უნდა დასრულდეს-განაცხადა შაიშმელაშვილმა.

 9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.

ენმ-ის ლიდერის თქმით,  იოსელიანი გატაცების  შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი". 

მსგავსი სიახლეები