თბილისის მერის არჩევნები - IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგები
"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ 40,8 % აიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახი კალაძემ კი 40,2 %.
შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.
შედეგები 17:00 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია:
ნიკა მელია - 40,8 %
კახა კალაძე - 40,2 %
გიორგი გახარია - 8,7 %
ანა დოლიძე - 3,5 %
ანა ბიბილაშვილი - 2,6%