კობახიძე აშშ-ში ელჩის დანიშვნის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარშიც ისევ დიფ სთეითზე საუბრობს

11.06.25 12:51
კობახიძე აშშ-ში ელჩის დანიშვნის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარშიც ისევ დიფ სთეითზე საუბრობს

ირკალი კობახიძე შტატებთან გაფუჭებული ურთიერთობის აღსადგენად იმედებს თამარ ტალიაშვილზე და "დიფ სთეითის" საბოლოო დამარცხებაზე ამყარებს. ამის შესახებ განცხადება მან  გუშინ, მილანში გააკეთა, სადაც საკონსულოს განხსნას დაესწრო.

კობახიძე ირწმუნება, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობების განახლება და სუფთა ფურცლიდან დაწყება "ოცნების" ამოცანაა. მისი თქმით, სწორედ ეს არის ახლადდანიშნული ელჩის მიზანიც და იმედოვნებს, რომ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა გადაიტვირთება. 

ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ მიიღო ე.წ. აგრემანი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგინება არის გაგზავნილი პრეზიდენტთან და თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი - ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება. ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე და უფრო მეტიც, ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი "ქართულმა ოცნებამ" შტატებში ელჩად დანიშნა. საქართველოს ამერკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი წარმოადგეს.

"ოცნების" წევრს, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთთან დიდი კავშირები ჰქონდა.

ტალიაშვილი ჯერ ივანიშვილის პარტიამ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა, ახლა კი შტატებში გაუშვა.

 

მსგავსი სიახლეები