სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, "ოცნებამ" მილანში 2023 წელს გახსნილი საკონსულო ხელახლა გახსნა
მილანში საკონსულო, რომლის "გახსნის" ცერემონია გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს.
ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას? - დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს !!!
მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას?
ერთი იმით რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ @@მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და შოპინგობენ.
მეორე რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია ( მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელისჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფას დაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს ამიტომ)
ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა რომ ყველაცერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ის, რომ მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს, ინფორმაციას თავად საკონსულოს გვერდზეა ხელმისაწვდომი. მილანში კონსულად 2023 წლის ნოემბრიდან მუშაობს ნატალია კორძაია.