სანქცირებული ექს-პროკურორის პირველი კომენტარი სანქციებზე

11.06.25 13:12
სანქცირებული ექს-პროკურორის პირველი კომენტარი სანქციებზე

 

 

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ექს-პროკურორის პირველი კომენტარი სანქციებზე - გიორგი გაბიტაშვილი სანქციებს უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ ამის გამო არანაირ უხერხულობას არ გრძნობს. 

  • გიორგი გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული, მისი ოჯახის წევრები კი სანქციების პორტალმა როგორც მაღალი რისკის მქონე პირების სპეც სიაში ჩასვა.

გაბიტაშვილი ირწმუნება, რომ მის ოჯახის წევრებს სანქციები არ შეხებია, თუმცა "პირველები" ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ყვებოდა, რომ როგორც კი დიდმა ბრიტანეთმა ექსპროკურორი დაასანქცირა, გაბიტაშვილი და მისი ოჯახის წევრების ანგარიშები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცა. 

უსამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია", - განაცხადა გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილის დასანქცირების შემდეგ, პორტალმა "ოფენ სანქშენმა" დაარეგისტრირა მისი ახლო გარემოცვის წევრები, ვინც შეიძლება სანქციებისგან გვერდის ასავლელად გამოიყენოს. ამიტომ გიორგი გაბიტაშვილის ცოლიც და დედაც "ოფენ სანქშენის" პორტალზე მოხვდნენ.

  • 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური სიაში ივანიშვილს რეჟიმის კიდევ ოთხი წარმომადგენელი შეიყვანა. მათ შორის გიორგი გაბიტაშვილი.

ცნობისთვის, "ქართულმა  ოცნებამ" აღიარა, რომ სანქციების ქვეშ არა მხოლოდ "ოცნების" ჩინოვნიკები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც მოექცნენ. პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გუშინ თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ იზოლაციაში მოექცნენ არა მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები, არამედ  გადაადგილების შეზღუდვა დაუწესდათ იმ პირებსაც, ვინც სანქციებულების ოჯახის წვერები არიან.

წულუკიანმა ომბუდსმენს უთხრა, რომ აღნიშნული სანქციები უსამართლოა და მოსთხოვა ლევან იოსელიანს, რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს.