ვისი გადაწყვეტილება იყო გაბიტაშვილის გენერალური პროკურორობიდან გენერალური აუდიტორად გადაყვანა?

11.06.25 14:00
ვისი გადაწყვეტილება იყო გაბიტაშვილის გენერალური პროკურორობიდან გენერალური აუდიტორად გადაყვანა?

ვისი გადაწყვეტილება იყო გიორგი გაბიტაშვილის გენერალური პროკურორობიდან გენერალური აუდიტორად გადაყვანა? - ექს-პორკურორი ამბობს, რომ "ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო".

გაბიტაშვილი არ პასუხობს კითხვას, თუ ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი. მისივე თქმით, მიუხედავდ იმისა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთი წელი იმყოფებოდა, აღნიშნულ უწყებაში 20 წელი იმუშავა. 

დღეს ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე აირჩეს - ახალ პოსტზე მის კანდიდატურას 84 "ოცნების" დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ გაბიტაშვილი მედიას სხდომის შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას დაჰპირდა, გენერალური აუდიტორმა პარლამენტის შენობა უკანა კარიდან დატოვა.

  • კანონის თანახმად, ახალი გენერალური აუდიტორი 5 წლის ვადით არის არჩეული. გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდან ვადაზე ადრე, პირადი განცხადებით წავიდა. ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე დაბრუდა.

"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ გიორგი გაბიტაშვილი არავის დაუქვეითებია და რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა არანაკლებ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. 

არანაკლებ საპასუხისმგებლო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამსახურში გადავიდა, ასე რომ, არანაირი დაქვეითება, ეს არის როტაცია. გადაწყვეტილება ვინ მიიღო ახლა ამას მე ვერ გეტყვით რა თქმა უნდა. თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ არა ეს მე არ ვიცი.  ჩვენ დაველოდოთ ამ სიტუაციას, ჩვენ თვითონ ვნახავთ, იქნება კომპეტენტური", - აცხადებს შოთა ხაბარელი. 

რიგითი სტაჟიორიდან აქვს დაწყებული და გენერალური პროკურორის თანამდებობამდე მივიდა. ფაქტობრივად უალტერნატივო არის ამ სამსახურის ხელმძღვანელობის მიმართულებით, ვინაიდან, თქვენ კარგად იცით, თუ რამხელა ყურადღებას ვანიჭებთ ჩვენ კონკრეტულად ამ სამსახურს, იქიდან გტამომდინარე, რომ, კიდევ ერთხელ განვახდახებ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო ტოპ 3 ქვეყანაში მოხვდეს კორუფციის სიმცირის კუთხით და ბატონი გაბიტაშვილი, რა ტქმა უნდა, ამაში ლომის წვლილს შეიტანს", - ამბობს ლევან მაჭავარიანი. 

 

მსგავსი სიახლეები