განსაკუთრებით მადლობა თბილისს და თბილისელებს - კალაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა

02.10.21 20:18
განსაკუთრებით მადლობა თბილისს და თბილისელებს - კალაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა

"ოცნების" მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით გამოყო თბილისის ამომრჩეველი. კალაძის თქმით, 2024 წლამდე არჩევნები აღარ იქნება და მათ აღმშენებლობისთვის დიდი დრო აქვთ. 

მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ქლააქის განვითარებას და აღმშენებელობას. დღეს ყველაზე მეტად რაც ჭირდება ქვეყანას ეს არის მშვიდობა, ეს არის სიმშვიდე და სტაბილურობა. დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს საშუალებას რომ შემდეგი 3 წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ. თქვენ იცით რომ 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები მანამდე არის ძალიან დიდი დრო, ამიტომ ყოველდღიური ჩართულობა, მუშაობა თქვენი,ახალგაზრდების განსაკუთრებით მინდა გამოვყო.

ყველას ვუხდი მადლობას ვინც დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო თბილისს და თბილისელებს", - თქვა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები