მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაკავებულმა აქტივისტმა, ლიკა ლორთქიფანიძემ იზოლატორი დატოვა
მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაკავებულმა აქტივისტმა, ლიკა ლორთქიფანიძე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა.
იზოლატორი დღესვე უნდა დატოვოს ლაშხის აქტივისტ თათია აფრიამაშვილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრეულმა სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს 12 დღიანი პატიმრობა 30 მაისს შეუფარდა.
მარიამ ლაშხი 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ჯამში სამ ახალგაზრდა ქალს უჩიოდა.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..." - სკანდირებდნენ ლაშხთან ერთ-ერთ კაფეში მისული სტუდენტები.
შსს სამიდან ორ შემთხვევაში პატიმრობას ითხოვდა, ერთ შემთხვევაში კი - ჯარიმას.