"ოცნებამ პირწმინდად წააგო დედაქალაქში" - ნიკა მელიას რეაქცია ეგზიტპოლების შემდეგ
"ოცნებამ" პირწმინდად წააგო დედაქალაქში" - ასეთი კომენტარი გააკეთა მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ.
მისი თქმით, საკრებულო ოპოზიციუური პარტიების მიერ იქნება დაკომპლექტებული.
დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" პირწმინდად წააგო დედაქალაქი - თბილისი და საკრებულო იქნება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციური და დაინახეთ შედეგები მერის ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე თბილისის მუნიციპალიტეტში.
ახლა მთავარია, თითოეული ხმა დავიცვათ, რომ არ მივცეთ საშუალება მანიპულაციებისა, ყველგან არა მხოლოდ თბილისში- თქვა მელიამ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"