კალაძემ და მისმა მეუღლემ ახალ მანქანებში, თითქმის 900 ათასი ლარი გადაიხადეს
კახა კალაძემ 2024 წელს 170 000 დოლარად პორშე 911 შეიძინა, მისმა მეუღლემ ანა არეშიძემ კი MERCEDES-BENZ AMG, რომელშიც 150 000 დოლარი გადაიხადა, ამის შესახებ თბილისის მერის შევსებული დეკლარაციიდან ხდება ცნობილი.
ჯამში კალაძემ და ანა არეშიძემ ახალ მანქანებში, 2024 წლის კურსით თითქმის 900 ათასი ლარი გადაიხადეს.
6 თვიანი "ტექნიკური ხარვეზის" შემდეგ დეკლარაციები დღეს გახდა საჯარო. კახი კალაძემ დეკლარაცია 2025 წლის 31 იანვარს შეავსო, თუმცა ის საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი არ ყოფილა.