დაპირისპირება ვაზისუბნის უბანზე - ხმის მიცემის პროცესი შეფერხდა
ვაზისუბნის 67-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი შეფერხდა და უბანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიხურა. მიზეზი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ცუდად გახდომა იყო. ქალს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს. ქალი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ადგილზე დაპირისპირება მოხდა.
როგორც ადგილზე აცხადებენ, ადგილზე ე.წ. კარუსელის ფაქტი დაფიქსირდა. ერთი პირი არჩევნებში მონაწილეობას მეორედ ცდილობდა. კომისიის თავმჯდომარე განმარტავდა, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. "ლელოს" წარმომადგენელი საჩივრის დაწერას ცდილობდა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა.
მსგავსი სიახლეები
14.08.26 19:26
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"