ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკის სეიფში ნახევარ მილიონ დოლარს ინახავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკის სეიფში ნახევარ მილიონ დოლარს ინახავს - ამის შესახებ ნათია თურნავას შევსებული დეკლარაციიდან ხდება ცნობილი.
დეკლარაციის თანახმად, ნათია თურნავა და მისი მეუღლე ნაღდი ფულის სახით საბანკო სეიფში ინახავს ნახევარ მილიონ დოლარს, 50 ათას ევროს და 90 ათას ლარს, ხოლო საბანკო დეპოზიტის სახით კი ნათია თურნავას დანაზოგი 100 ათას ევროს შეადგენს.
6 თვიანი "ტექნიკური ხარვეზის" შემდეგ დეკლარაციები დღეს გახდა საჯარო.