სალომე ზურაბიშვილი "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ხვდება

11.06.25 17:11
სალომე ზურაბიშვილი  "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები სალომე ზურაბიშვილის ოფისთან  რამდენიმე  წუთის წინ გამოჩნდნენ. 

განხილვის მთავარი თემა სავარაუდოდ, არჩევნებია.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბარიერ გადალახული  ოპოზიციური პარტიის ლიდერებს სავარაუდოდ, ინდივიდუალურად ხვდება. 

სამუშაო შეხვედრაზე მივდივართ პრეზიდენტთან, ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ"- თქვა შეხვედრის დაწყებამდე ბადრი ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძე-ხაზარაძესთან ინდივიდუალურ შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას შეხვდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ გვარამიას კომნტარი არ გაუკეთებია, თუმცა ზურაბიშვილის ოფისში შესვლამდე თქვა, რომ  შეხვდრის ინიციატორი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იყო. 

მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიციის დაფიქსირების რესურს ხედავს, თუმცა იქვე ამბობს, რომ აცნობიერებს, "ალბათ, ყველანი ერთ პოზიციას არ დაეთანხმებიან". 

მსგავსი სიახლეები