პრემიერმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
დიდი პატივია ჩვენთვის მერვედ გამარჯვება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა არჩევნების ეგზითპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა კახი კალაძეს გამარჯვება მოულოცა და ოპონენტებს მოუწოდა, დაასრულონ პოლარიზაცია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ ,,ქართული ოცნების" თითოეულ წევრს. მე ვულოცავ კახა კალაძეს, ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას...
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თვითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, ასევე, მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან ქვეყანაში უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების ხანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"