შეხვედრების ამოცანა ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მექანიზმებზე მუშაობაა - სამადაშვილი
"შეხვედრების ამოცანა ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მექანიზმებზე მუშაობაა" - ამის შესახებ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ევროსკოპთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპელ კოლეგებს იმ მიზეზით ხვდებიან, რომ დახურულ კარს მიღმა "ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ახალი შესაძლებლობები" განიხილონ.
უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირთან ერთად დემოკრატიული ცვლილებების მხარდასაჭერად ქვეყანაში, რომ ქართველმა ხალხმა კი არ დაკარგოს ის სიკეთეები, რაც მიიღო ევროკავშირთან ურთიერთობებში, არამედ სწრაფად დაადგეს გაწევრიანების გზას. ჩვენი ამოცანა ამ შეხვედრებზე არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მექანიზმებზე მუშაობა ერთობლივად და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ახალი შესაძლებლობების განხილვა". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.