"გასეირნება" მილანში - რამდენი დაუჯდა ხალხს ვისკონტების საგვარეულო სასახლეში გადაღებული ოცნების საერთო ფოტო?

11.06.25 20:12
"გასეირნება" მილანში - რამდენი დაუჯდა ხალხს ვისკონტების საგვარეულო სასახლეში გადაღებული  ოცნების საერთო  ფოტო?

ერთი ფოტოს გადაღება მილანში საქართველოს მოქალაქეებს ასი ათასობით ათასობით ლარი დაუჯდა - ირაკლი კობახიძე, ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, თიკა რუხაძე და კახა კალაძე  - 14 მინისტრიდან კობახიძემ მილანში ხუთი წაიყვანა, დელეგაციაში კალაძე, მისი თანამშრომლებით და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ. 

ოფიციალური ვერსიით, კობახიძემ მილანში, საკონსულო გახსნა, თუმცა ქართველი ემიგრანტები გვიყვებიან, რომ ეს საკონსულო ორი წლის წინ გაიხსნა და ემიგრანტები მომსახურებას 2023 წლიდან იღებენ. 

მილანში საქართველოს საკონსულოს ოფიციალურ გვერდზე 2023 წელს იძებნება განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ საკონსულო ნოემბრიდან ამოქმედდა, ანუ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ. მაშინ რატომ გახსნეს ის ხელახლა?! ქართლ ოცნების მთავრობის ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გაოგნებას ვერ მალავს. ამბობს, რომ საკონსულოს გახსნაზე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოადგილეც კი არ ესწრებოდა.

ყოფილი დიპლომატების შეფასებით, რეალურად, ეს ვიზიტი გაქვს "გასეირნებას საშოპინგოდ" მოდის დედაქალაქში. 

მსგავსი სიახლეები