სანქციების შიში "ოცნებაში" - რა აღიარეს ივანიშვილის გუნდში?
ყოფილი გენერალური პროკურორი სანქცირებულთა სიაში მოხვედრის შემდეგ საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა.
დიდი ბრიტანეთის შავი სიის ფიგურანტი ამტკიცებს, რომ მისი ოჯახის წევრზე სანქციები არ გავრცელებულა. თუმცა გაბიტაშვილის მეუღლე მაგდა მაჩაიძე სანქციების პორტალმა, დააგეგმარა, როგორც მაღალი რისკის ფიგურა. ის, რომ სანქცირებულთა ოჯახის წევრებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ, ეს პირველად თეა წულუკიანმა აღიარა.
ამ დრომდე ვიცოდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც "ოცნების" წევრებთან ერთად სამოგზაურო შეზღუდვები მათ ოჯახის წევრებსაც დაუწესა. თეა წულუკიანის წუხილით კი ჩანს, რომ სანქციები ბევრად უფრო მასშტაბურია და მათი ოჯახებისთვის არამხოლოდ შტატების, არამედ ევროპული ქვეყნების საზღვარიც სამუდამოდ დაიხურა. რომელი ჩინოვნიკების მშობლები, შვილები და მეუღლეები მოხვდნენ შავ სიაში - ქართული ოცნება მათ ვინაობას ახლაც საგულდაგულოდ მალავს.
როგორია სანქციების ეფექტი - ექსპერტების თქმით, ამერიკის შავ სიაში მოხვედრილ ჩინოვნიკების ოჯახის წევრებზე შეზღუდვები მხოლოდ შეერთებული შტატებით არ შემოიფარგლება და მოგზაურობას ისინი ვერც დასავლური ქვეყნების უმეტესობაში შეძლებენ, რადგან დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ოფიციალური ვაშინგტონის სასანქციო პოლიტიკას ითვალისწინებენ.