ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" უხელფასოდ მუშაობდა

11.06.25 19:04
ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" უხელფასოდ მუშაობდა

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თანამდებობაზე მუშაობის დროს ხელფასს არ იღებდა - ამის შესახებ მისი დეკლარაციიდან ხდება ცნობილი. პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა დეკლარაცია 2025 წლის 16 მარტს შეავსო, თუმცა ეს დეკლარაცია დღეს გასაჯაროვდა.

დეკლარაციის თანახმად, პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს ანაზღაურებადი სამსახური არ ჰქონია, მათ შორის არც "ქართულ ოცნებაში", სადაც ის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. უმუშევარი იყო მისი ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილიც.

პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალი მშობლების ნაჩუქარი 200 000 ლარი იყო.

მსგავსი სიახლეები