"ოცნებამ" დიდი ბრიტანეთის გრანტები დაბლოკა
კობახიძის მთავრობამ დაბლოკა გრანტები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების, დაკვირვებას უნდა მოხმარებოდა. ბრიტანეთის მთავრობამ ახალი კანონის თანახმად ითხოვა ნებართვა დაეფინანსებინა ამომრჩეველთა განათლების და მოქალაქეების არჩევნების მონიტორინგის პროექტები, დათქმულ დროს პასუხი საელჩომ ვერ მიიღო და გამოცხადებულ საგრანტო კონკური გააუქმა.
სამთავრობო მედიის თანახმად, საარჩევნო დაკვირვების გრანტები ოთხ ორგანიზაციას უნდა მიეღო - სიას, ლონდა თოლორაიას, კანონის უზენაესობის ცენტრს, "ტაბულას" და მომავლის აკადემიას, თუმცა ყველა პროექტი ოცნებამ დაბლოკა. ბრიტანეთის საელჩოს ვრცელ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მუშაობენ, ჩაითვლება უკუსვლად.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ დამკვირვებლები იყვნენ, ვინც არჩევნების ფარულობის დარღვევა, კარუსელი და ბიულეტენების ჩაყრა ფაქტები გამოავლინა.
ბრძოლა დახმარების წინააღმდეგ - ანა მდივანი დეტალებით