21 წლის მათე დევიძის საქმე - განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

12.06.25 11:22
21 წლის მათე დევიძის საქმე - განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

21 წლის მათე დევიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე დანიშნული.

ცნობილია, რომ დაცვის მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ამ რტაპზე უცნობია, მიმართავს თუ არა სასამართლოს თავად მათე დევიძე.

არვ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა.

სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები და 21 წლის ბიჭის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. 

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები