უბანზე დაწესებული რეგულაციების, ხმის მიცემის პროცედურის, მარკირების წესების დარღვევა - ,,საია"-ს ანგარიში
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის, ინფორმაციით, ადგილობრივვ არჩევნებზე მთელი რიგი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ადგილზე დაწესებული, ე.წ. 100 მეტრიანიანი დისტანციის, აგრეთვე, უბანზე მარკირებისა და დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის პროცედურების დარღვევა.
ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ხდებოდა პერიმეტრზე დაწესებული რეგულაციების დარღვევა ამომრჩევლის ნების კონტროლის მიზნით, გარკვეული შეკრებები, რაზეც საპატრულო პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა, მარკირების წესების უგულებელყოფა, გადასატანი ყუთით და ზოგადად ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა, არასათანადო დოკუმენტით უბანზე შემოსვლის ფაქტები,
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო მარნეულში, 2 უნბანზე, მაგალითად, 65-ე უბანზე 2 უმნიშვნელოვანესი დარღვევა დავაფიქსირეთ, მარკირებისა და პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტები, ამ ფაქტზე რეაგირების გამო უბნის თავმჯდომარემ ,,საიას" დამკვირვებელი უბნიდან გააძევა - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"