ელენე ხოშტარიას მამუკა მდინარაძე უჩივის - რა სახდელს ითხოვს შსს პოლიტიკოსის მიმართ?
რა სახდელს ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიას მიმართ - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" სასმართლოს სხდომაზე მისულ გამომძიებელს დაუსვა.
გამომძიებელი ამბობს, რომ შსს-ს ჯერჯერობით გადაწყვეტილი აქვს ჯარიმას მოითხოვს თუ ადმინისტრაციულ პატიმრობას.
დღეს შსს-ს გამომძიებელმა "პირველებს" ისიც უთხრა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მამუკა მდინარაძემ უჩივლა.
არცერთს არ ვითხოვდით ჯერ. სავარაუდო სამართალდარღვევის ოქმის შედგა სავარაუდო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და წარმოდგენილი იქნა სასამართლოში. ჩვენ არც ჯარიმის და არც პატიმრობსი მოთხოვნა არ გვქონდა დღეს.
საქმეზე სხდომა გაიმართება 16 ივნისს. სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდარღვევის ოქმი შედგა 173-ე მე-16 პრიმა ნაწილის საფუძველზე.
ამ შემთხვევაში არის მამუკა მდინარაძის საჩივარი. კონკრეტული ფოტო მტკიცებულება წარმოდგენილი არის სასამართლოში, ფბ-ის დათვალიერების შედეგად დადგინდა რომ კონკრეტულმა პიროვნებამ, ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარიამ მას მიაყენა შეურაცხყოფა", - ამბობს გამომძიებელი
დღეს ელენე ხოშტარიას საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო. შემდეგი პროცესი 16 ივნისს ჩაინიშნა.
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტია დაბარებული. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.