რეჟიმი უკვე "ფეისბუკ" პოსტების გამო დაგვსდევს - გიორგი ტუმასიანი
"ერთობის" წევრი, გიორგი ტუმასიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სასამართლოში "ოცნების" წევრის მიმარ დაწერილი კრიტიკული სტატუსის გამო დაიბარეს.
როგორც ტუმასიანი "პირვლებთან" აცხადებს, მას პირველ ივნისს დაწერილ პოსტს ედავებიან.
ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებით... რეჟიმი უკვე "ფეისბუკ" პოსტების გამო დაგვსდევს - აცხადეწბს ტუმასიანი.
მედავებიან პირველ ივნისს პოსტის დაწერას, რომელიც შემთხვევით დეტექტივმა აღმოაჩინა, რომელიც დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით იყო შემოსული ჩემს "ფეისბუქ" გვერდზე და მერე აღმოაჩინა, რომ იქ მე რომელიმე მოქალაქეს ვუწოდებ "თანამედროვე ბოლშევიკს" და სამშობლოს მოღალატეს და მერე აღმოაჩინა მისი საბუთების მიხედვით, რომ ეს არის პარლამენტის წევრი და სწორედ ამიტომ სამართალდარღვევა არისო და მედავებიან ამ ახალი წესით საჯარო მოხელის, სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფას. ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებით ნამდვილად და ამავდროულად, ეს ცხადყოფს იმას, რომ რეჟიმი უკვე დაგვსდევს "ფეისბუქ" პოსტების გამო და თან ეს ამ პირის პოლიტიკური შეფასებაა. არანაირი შეურაცხმყოფელი სიტყვა აქ არ არის. მისი საქმიანობა პოლიტიკურად, მე მიმაჩნია, რომ არის სამშობლოს ღალატი და ეს არის ბოლშევიზმის გაგრძელება", - აცხადებს გიორგი ტუმასიანი.
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტია დაბარებული. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.