გახარიას გუნდი ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობა
გახარიას თანაგუნდელები ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობიან - განცხადება პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა, გააკეთა.
ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი პარტიისთვის ეგზიტპოლები არის ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ იცის და თქვენც იცით.
ჩვენი მხარდამჭერების მისამართით თვეების განმავლობაში არის უპრეცენდენტო სისტემური ზეწოლის და დაშინების ფაქტები, ადამიანებს სურათის გადაღებაც კი ერიდებათ და ბუნებრივია, რომ ისინი თავიანთ გაკეთებულ არჩევანს არ დააფიქსირებენ. ეს მთავარი მიზეზი და მეორე - სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩვევიათ ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ეგზიტპოლების შედეგების გამოყენება. ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ შედეგებს ცესკო-ს მხრიდან"- განაცხადა ბუჩუკურმა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"