დიდი ალბათობით საქართველოს ბევრ ქალაქში მეორე ტური იქნება - გიგა ბოკერია
დიდი ალბათობით ყველა ქალაქში მეორე ტური გველის, თბილისში 100%-იანი ალბათობით მეორე ტურია - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. გიგა ბოკერია თქმით, ახლა აუცილებელია ხმების დაცვა და მეორე ტურისთვის მზადება.
თბილისში პარტია ,,ქართულმა ოცნებამ" მწარე მარცხი იწვნია. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებსა და საკვანძო პუნქტებში ანალოგიური მდგომარეობაა. ამ ეტაპზე ჩვენი მოვალებაა, თითოეული ხმის დაცვა, რაც საზოგადოებამ მოგვცა.
უდიდესი ალბათობით ბევრ ქალაქში მეორე ტური გველის, თბილისში 100%-იანი ალბათობით მეორე ტურია, წარმოუდგენელია, რა უნდა გააკეთოს ახლა ,,ოცნებამ", მეორე ტური რომ არ იყოს. ამიტომ აუცილებელია ხმების დაცვა და მეორე ტურისთვის მზადება - განაცხადა გიგა ბოკერიამ.