ალეკო ელისაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს და პროცესიდან გააძევეს
"ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება ლელა მილდენბერგერმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
იქამდე, ვიდრე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ჯარიმას გამოუწერდნენ, იგი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოსამართლეს შემდეგი ფრაზა უთხრა - "ხალხი გყავს პაჩკა-პაჩკა დასაჭერი".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა მისი დარბაზიდან გაძევების ერთ-ერთი მიზეზი.
ჩემ ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-მეთქი, არაო, ამდენი დრო არ მაქვსო. მე ვუთხარი, რომ ხალხი გყავს პაჩკა-პაჩკა დასაჭერი და მაგის გამო გამომაგდეს. დამაჯარიმეს". - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმაც დატოვა. პროცესიდან გამოსვლის დროს თაზო დათუნაშვილმა მოსამართლეს შემდეგი სიტყვები მიაძახა - "არარაობა ხარ. შენი ადგილი ციხეშია. იქ იქნები მთელი ცხოვრება".
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ლაშა ტალახაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.