მათე დევიძის პროცესი დაიწყო - დერეფანში ხმაურია
სინდისის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესი დაიწყო - სხდომას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრება.
საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.
სხდომა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით უნდა განახლდეს. მათე დევიძის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
დარბაზთან, სადაც მისი მხარდამჭერები და მეგობრები არიან შეკრებილი, დაპირისპირება და ხმაურია.
ცოტა ხნის წინ ფლიგელი მე-15 დარბაზთან, სადაც სინდისის პატიმრის პროცესი მიმდინარეობს, სრულიად შემოსაზღვრეს და იქ არავის აღარ უშვებენ.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.