ქუთაისში კომისიის წევრებს ეუბნებიან, რომ ოქმებისთვის არ აქვთ ქსეროქსის ფურცლები - ხატია დეკანოიძე

02.10.21 21:51
ქუთაისში კომისიის წევრებს ეუბნებიან, რომ ოქმებისთვის  არ აქვთ ქსეროქსის ფურცლები - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ოპოზიციის ქუთაისის მერობის საერთო კანდიდატის, ხატია დეკანოიძის, თქმით, ქუთაისში კომისიის წევრებს ეუბნებიან, რომ არ აქვთ ქსეროქსის ფურცლები  ოქმებისთვის. დეკანოიძის ინფორმაციით, ,,ენმ" ქუთაისის ერთ-ერთ უბანზე დამაჯერებლად ლიდერობს. 

ქუთაისში დაიწყო შედეგების დათვლა, ამოვიდა პირველი შედეგი. ეს არის 92-ე უბანი, სადაც მერობის ნაწილში დამაჯერებლად ლიდერობს 5 ნომერი- 101-ით 50. როგორც ჩემთვის ცნობილია, არის ძალიან ბევრი უბანი, სადაც ოპოზიცია ლიდერობს დამაჯერებლად. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს ეუბნებიან, რომ ოქმებისთვის არ აქვთ ქსეროქსის ფურცელი, ეს არის სამარცხვინო, ეს არის წარმოუდგენელი, ამიტომ მოვითხოვ ქუთაისის კომისიისგან პირად ჩარევას", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები