ამომრჩევლის მოსყიდვა ქუთაისში - საარჩევნო უბნებზე ფულის დარიგება გრძელდება (ვიდეო)
ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე, ფულის დარიგება გრძელდება. მე-7 სკოლაში გახსნილ 42-ე უბანზე მამაკაცმა ქალს თანხა გადასცა. ქალბატონი, რომელსაც ფული გადასცეს, კამერებს გაექცა. არსებული ინფორმაციით, ქალი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია.