"ოცნებამ" სიტყვებზე ნადირობის სეზონი გახსნა - ხალხს Facebook პოსტების გამო ასამართლებენ
"ოცნებამ" სიტყვებზე ნადირობის სეზონი გახსნა - ხალხს ფესიბუკ პოსტების გამო ასამართლებენ. მომჩივანები - მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, ლაშა ტალახაძე, მოპასუხეები კი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან.
კოლექტიური სარჩელის ავტორი ირკვევა რომ მამუკა მდინარაძეა - სწორედ მისი სახელით არის დაწერილი საჩივრები იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც ერთხელ მაინც გააკრიტიკა ქართული ოცნება სოციალურ ქსელში.
ნანუკა ჟორჟოლიანის პროცესზე გაირკვა, რომ მისი სტატუსით მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებით თავი შეურაცხყოფილად იგრძენს თეა წულუკიანმა და მარიამ ლაშხმა.
მარიამ ლაშხი უჩივის "ტვ პირველის" კიდევ ერთ წამყვანს ვიკა ბუკიას - რომელმაც სოციალურ ქსელში მისი ვიდეო დადო მინაწერით მონა! 31 მაისის სტატუსის გამო ლაშხი უჩივის ეკა მიშველაძესაც. მიშევლაძემ სოც ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანდა როგორ მიაწერს აქტივისტებმა მარიმ ლაშხის სახლს მონა.
ხმაურიანი იყო დღეს ალეკო ელისაშვილის პროცესი, რომელიც მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ჯერ 500 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი სასამართლო დარბაზიდან გამოაძევა. ელისაშვილის შემთხვევაში თავი შეურაცხყოფილად მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ იგრძნო - პოლიტიკოსი ოცნების წევრის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკამაყოფილა.
როგორ დასჯიან კრიტიკული სტატუსების გამო სასამართლოში დაბარებულ მოქალაქეებს - გაუშვებენ ციხეში თუ ადმინისტრაციულ ჯარიმას დასჯერდებიან? - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კონკრეტულად ვერ პასუხობენ ჟურნალისტების კითხვებს და ამბობენ, რომ სასჯელის ფორმა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული.
დეტალები ნახეთ, ნიონო ღვედაშვილის რეპორტაჟში.