ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მუშაობას იწყებს
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მუშაობას იწყებს. დონალდ ტუსკი პირდაპირ ამბობს, რომ ეძებენ პარტნიორიებს, რომ მოაგროვოს 27 დან 15 ხმა. ტურსკი წინასწარ ბოდიშს უხდის საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის ღირებულებებს ისე დასცილდა, არსებული უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება შეუძლებელი ხდება. "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას საქართველოს მოქალაქეების ევროპაში თავისუფალი გადაადგილება შეეწირება.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების პირველი ეტაპი 9 თვიან ვადას ითვალისწინებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ოცნების პარნტიორი უნგრეთი და სლოვაკეთი საკთხს ვერ დაბლოკვენ და ვერც მერყევი ქვეყნები ითამაშებენ გადამწყვეტ როლს. ერთადერთი ფაქტორი, რაც გადაწყვეტილების მიღებისგან ბრიუსელს ამ დრომდე აჩერებს ქართველი ხალხის პროდასავლური განწყობებია, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს ოცნების ანტიდასავლურმა პოლიტიკამ საბოლოოდ მაინც გადაწონოს. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ჯერ ეს დღე არ დამდგარა, და იმის სადემონსტრაციოდ რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს არ სჯის, ოცნების დასანქცირების მაგალითი მოჰყავს.
დიპლომატები, რომლებმაც ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად თავის დროზე ბევრი იმუშავეს, დღეს ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის აღდგენა იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე მისი მიღება იყო.
ივანიშვილის პარტიის ლიდერები არაფერს ამბობენ იმაზე,თუ როგორ შეეცდებიან პროცესის შეჩერებას. ირაკლი კობახიძე არც ევროპელებთან კომუნიკაციას აპირებს და არც პოლიტიკის შეცვლას. პირიქით, პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, ოცნებამ ეს საკითხი პოლონეთის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა და მასთან ერთად იერიში ევროკავშირზე მიიტანა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.