"ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი დაუცველი დარჩა?! - რა გახადეს დასჯადი
"ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი დაუცველი დარჩა - თანამდებობის პირების შეურაცხყოფა რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში ისე აკრძალეს, რომ საკუთარი პარტიის დამფუძნებელზე ლანძღვა-გინების შეზღუდვა არ გაავრცელეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებულად შეტანილ ცვლილებებში გაწერილია, რომ იკრძალება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ივანიშვილი არც ერთია და არც მეორე, ამიტომ ის ახლა თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი. მის გარდა პარტიაში ფაქტობრივად ყველას აქვს უფლება ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მთავრობას სოციალურ ქსელში გააკრიტიკებს, განსასჯელის სკამზე დასვან.
თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკის გამო მოქალაქეებს სასამართლოში უჩივიან. დღეს დეპუტატმა წილოსანმა მოსამართლესაც კი დაასწრო და სასჯელის ზომა თავად განსაზღვრა.
ის რაც იკრძალება მოქალაქეებისთვის, დასაშვებია ოცნებისთვის. ამ დრომდე არავინ დასჯილა სატელეფონო ზარების გამო, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს რომ ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ. დღეს ქართულ ოცნებას მიხეილ ყაველაშვილის გინებაც დავიწყდა და მათი მათი მაგინებელი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეც.
დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.