არ ვაპირებ, დაშინებით და ფულით ნაყიდი ხმებით ვიღაც იდიოტმა გვმართოს- ზურა ჯაფარიძე
,,გირჩი მეტი თავისუფლება"-ს ლიდერის, ზურა ჯაფარიძის, ინფორმაციით, ადგილობრივ არჩევნებში მიღებული შედეგი მოქალაქეთა დაბალი აქტივობით, სუსი-ს დაშინებითა და ,,ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ფულის დახარჯვითაა გამოწვეული.
ეს ქვეყანა ამ არჩევნებისთვის არ მომზადებულა და გამოვიდა უფრო უარესი, ვიდრე 2020 წლის არჩევნები. როგორ აიღო ,,ოცნებამ" 46 %, ამის მიზეზი არის ნაკლები აქტიურობა, უფრო მეტი ამომრჩეველი რომ გამოცხადებულიყო, ,,ოცნება" ამ შედეგს ვერ მიიღებდა.
ოპოზიციურ პარტიებს, ჩემს მაგალითზე ვიტყვი, არ გვქონდა ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება, რეგიონებში ყველაფერს სუსი აკონტროლებს. სუსი და დიდი ფული. შედით სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდზე და ნახეთ, ,,ოცნებამ" ამ არჩევნებში 10-ჯერ მეტი ფული დახარჯა, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ.
რეგიონებში ყველაფერი კონტროლზე უშიშროებას აქვს აყვანილი, აკონტროლებენ, ფულსაც ხარჯავენ, სუფრებსაც უშლიან, საკვებ პროდუქტებსაც ურიგებენ.
მე და ჩემი მხარდამჭერები, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდები არიან, არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ შედეგებს, რომ ფულით ნაყიდი ხმებით და დაშინებით ვიღაც იდიოტმა მე და ჩემი შვილები უახლოესი წლები გვმართონ - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.