"ოცნების" უხელფასო თავმჯდომარე - რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში
ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ უხელფასოდ მუშაობდა. ექსპრემიერს, 2024 წელს პრემიერის ხელფასის - 2373 ლარის გარდა, ხელფასის სახით არაფერი აუღია. ასე წერია დეკლარაციაში, რომელიც ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლამდე 1 თვით ადრე შეავსო. მთელი 11 თვის განმავლობაში შემოსავალი - ხელფასი არ ჰქონდა არც ღარიბაშვილს და არც მის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს.
ღარიბაშვილის მაშველი რგოლი ისევ მამაა. გასულ წელსაც ტარიელ ღარიბაშვილი შვილის მიმართ გულუხვი იყო და ყოფილ პრემიერს 200 ათასი ლარი აჩუქა. ყოველწლიური დეკლარაციების მიხედვით, ჯამში მამას ირაკლი ღარიბაშვილისთვის 800 ათასზე მეტი აქვს ჩარიცხული
კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ დეკლარაციაში ნაჩუქარი თანხის მითითება ფულის ლეგალიზების ყველაზე მარტივი საშუალებაა და გამოსაძიებელია, მართლა აქვთ თუ არა ან საიდან აქვთ ამდენი ფული ღარიბაშვილის მშობლებს, რომლებიც მის გაპრემიერებამდე არაფერს ფლობდნენ, ახლა კი პენსიონერი ტარიელ ღარიბაშვილი კახეთში ბიზნესების მესაკუთრეა.
დღეს მედიასთან კახა კალაძეც ამტკიცებდა, რომ "ოცნებისგან" ხელფასს არც ის იღებს. ქართული ოცნების ამ განცხადბების არ სჯერათ კორუფციის მკვლევარებს. მათთვის ცხადია რომ არც ღარიბაშვილი მუშოაბდა უხელფასოდ და არც სხვები.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.