“ევროპის სახალხო პარტია" თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცებას ეხმაურება და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

12.06.25 20:28
“ევროპის სახალხო პარტია" თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცებას ეხმაურება და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

“ევროპის სახალხო პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცებას გამოეხმაურა.  EPP საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

“ ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული @UNMGeorgia-ს თავმჯდომარის, @TinaBokuchava-ს მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ბავშვების უსაფრთხოებაზე განხორციელებული მუქარებით. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას.” - წერია EPP  განცხადებაში.

9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა - მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის მოხდის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

რამდენიმე საათში კოტე იოსელიანმა FB-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს 8 წლის წინ მოხდილი ბოდიში, კიდევ ერთხელ შვილების უსაფრთოების გამო მოუხადა. 

ამის შემდეგ სასამართლოში გამოსაკითხად მისულმა კოტე იოსელიანმა დეტალურად მოუყვა მედიას მისი გატაცების სპეცოპერაციის შესახებ, მიმარტა უტა ივანიშვილსაც და უთხრა, თუ კითვები აქვს დაურეკოს. 

 

მსგავსი სიახლეები