მარნეულში ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან

02.10.21 22:22
მარნეულში ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან

მარნეულში ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ინფორმაცას მოქალაქე ეკა კობესაშვილი ავრცელებს. 

მისი თქმით, მარნეულის 22-ე საოლქო უბანიდან ნაგვიდან 50 ბიულეტენი ამოიღო. 

ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარაფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22 ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტენი", - წერს ეკა კობესაშვილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები